გია ფერაძე - "რაც მოხდა , მოხდა დასრულდა"

რაც მოხდა , მოხდა დასრულდა
გული შუაზე გაიყო.
ვინც მიყვარდა ან რაც მსურდა
ყველა მორევმა წაიღო.
რუსთაველის თეატრს მოვწყდი,
როგორც ძუძუს პატარა,
ამერიკა, იტალია,
რა ვთქვა, სად არ მატარა.
შოტლანდია,
საბერძნეთი,
ინგლისი და ვარშავა,
თქვენი გია იმ ქვეყნებში,
აღარასდროს არ ჩავა.

აღარც სცენა,
კულისები,
არც გრიმი და როლები
ყველა ჩემს როლს ნათამაშებს,
ცრემლით ვეამბორები.

ვით ვარსკვლავი მოწყვეტილი,
კოსმიური მარსიდან.
ჩემი თავი მოვისროლე
"კავკასიის" კასრიდან.

მომიტევეთ თუკი ვინმეს
გაწყენინეთ რაიმე
ბნელსა ვზივარ, ექოდ მესმის
ჩემივ ოხვრა - "ვაიმე"

ცუდს ვერავინ იტყვით რადგან,
ყველა ჩემი ბრალია.
მართლა ხშირად მახსენდებით,
კაცია თუ ქალია.

თუკი ვინმეს არ ვუყვარვარ
მისცეს დღენი დღეგრძელი.
მათთან ჩემი ყურადღებით
მეტი ვეღარ შევძელი.

ეხლა გაზეთს და რადიოს,
დღე და ღამე შევნატრი.
რომ როგორმე მომაგონონ,
ჩემი ძველი თეატრი.

ვიცი აღარ დაბრუნდება, ძველი დრო და მომენტი,
- "რატომ აცდენ, რატომა სვამ"! ვეღარ მეტყვის
რ ო ბ ე რ ტ ი.
ალბათ უკვე ჩაესვენა, ჩემი ფერთა მოლბერტი,
ხომ მოგცილდათ თეატრიდან.
ამ ცხოვრების
ხ ო რ ც მ ე ტ ი.

მე ჩემს სასჯელს ვიხდი გულით, მთელი ჩემი ზრდილობით,
ზოგ-ზოგივით ვერ ვიცხოვრებ, ჩემი "პადხალიმობით"
ბევრი წყალი ჩამოირბენს, ხან მღვრიე, ხან ანკარა.
არც კი ვიცი როდის გნახავთ,
ან გნახავთ და ან არა...

ბედმა ფეხი წამომიდო, როცა ვიყავ თქვენს გვერდში,
ღმერთმა არ ქნას რომელიმე,
რომ ჩავარდეთ,
ჩემს დღეში.

მერე იტყვით: "ყოჩაღ გია, რა ნერვები გქონია"!
შეცოდებით, შეგიცოდებთ, გულით?! არა მგონია!

საბოლოო თხოვნა მრჩება,
რომ გამოხვალთ სცენაზე,
თქვენთვის ჩუმად გაიხსენოთ,
ერთი, გია ფერაძე.

Gia Feradze - Rac Moxda, Moxda Dasrulda
გია ფერაძე - რაც მოხდა , მოხდა დასრულდა

No comments:

Post a Comment