გალაკტიონ ტაბიძე - "ელვარე და ლომფერი"

ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.
მაგრამ თვალმა დათვალა
მზე ბევრი და ცხრათვალა.

ო, მზით გადანაცარო,
ცხრა მუხა და ცხრა წყარო.
რუსთაველი - ხანია,
ისიც ცხრა ანბანია.

ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.

Galaktion Tabidze - Elvare Da Lomferi

No comments:

Post a Comment