მუხრან მაჭავარიანი - დღევანდელი დღის პასუხი

- ნუ იპარავ, ნუ იბოზებ! –
როგორც ბრძენმა ბრძანა მოსემ;
მართლა ასე რომ მოიქცე, -
მუცელს რითი ამოივსებ?!

ამ კითხვაზე (ნურვის უკვირს, -
ნურცა კეთილს, ნურცა ბოროტს)
დღევანდელი დღის პასუხი
რომ ღიმილი არის მხოლოდ.

Muxran Machavariani - Dgevandeli Dgis Pasuxi

No comments:

Post a Comment