გალაკტიონ ტაბიძე - დაღამდება ტყეში ოდეს…

დაღამდება ტყეში ოდეს,
ქარი ფოთლებს აურევს.
იმ მდინარის გეშინოდეს,
რომელიც არ ხმაურობს.
მას ფოთლები აოქროვებს,
ვით ყვავილი ნაოშებს,
წვეთწვეთობით წყალს აგროვებს,
ნიაღვრებად გაუშვებს.

დაიძვრება გზა ზვირთული,
როგორც მძიმე ხეხილი -
ნაყოფებით დატვირთული,
ქარით გადაზნექილი.

Galaktion Tabidze - Dagamdeba Tyeshi Odes

No comments:

Post a Comment