გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი.
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი.
პირველ სექტემბრიდან სასარაკ, სავათა,
იქ თმაზე მეტია გნოლი და კაკაბი.
თხუთმეტი: ახალი იმედის სათავე.
სადაც კი ნისლია და ტყეა საკაფი,
თოფის ხმა, კივილი სისწრაფით მტევარი:
“დაეწი, ალზორა”, და მიჰქრის მწევარი.
ალაზნის ველი ჩანს. დილაა მზიანი.
გარშემო ბურია ღამენათევარი.
Galaktion Tabidze - Gaxede: Kaxeti!
No comments:
Post a Comment