მონმარტრი.
ფუნჯები.
პასტელი.
გაგცდები ოდნავ და წვიმდება.
წამიღებს მისტრალი
და მარტოდ დარჩენილს,
მიმახლის სენაზე.
ახლა ჩემს სცენაზე იდგმება მალარმე,
ბოლოჯერ მღერიან გედები...
შენ მეიმედები ისევ და,
სულ მინდა – შენ ხატო,
მე კიდე –
კიდეზე ვიჯდე და გისმენდე,
ვინსენტე!
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteლექსი-ნოველა!:) თანამედროვე _ XXI საუკუნის საქართველოში_ სრულიად გამორჩეული, საკუთარი სამყაროს და ხელწერის, ლექსის მუსიკის, რიტმის მქონე პოეტია! სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობა დამიდასტურებს ამ პოსტს.
ReplyDelete