ალექსანდრე გაბური - "ხელთა მაქვს შენი ნანატრი წიგნი"

ხელთა მაქვს შენი ნანატრი წიგნი,
შენი ტკივილი _ თარგმნილი ლექსად;
გამომწყვდეული ფურცლების შიგნით
დამწვარი მზე და დათვლილი კვნესა.

და ახლა ხსოვნის კედლები იშრობს
ჩქამს _ გამოღწეულს შენი ფეხისას
და ვეფერები შენს ობოლ პირმშოს,
რომლის დანახვაც აღარ გეღირსა.

სიცოცხლე _ პეშვის ერთი ამოსმა,
რა დიდ წყურვილად უჯდებათ გულებს...
შენი ლექსების წიგნად გამოსვლას
შენი სიკვდილი უნდოდა თურმე.

Aleqsandre Gaburi - Xelta Maqvs Sheni Nanatri Wigni

No comments:

Post a Comment