ნიკო გომელაური - "ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი"

ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი...
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.
თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები
- ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?

Niko Gomelauri - Zogi Fiqrobs, Pirjvaria Mtavari

No comments:

Post a Comment