ალექსანდრე გაბური - ყორანი

შენეულ შავს და წყევლასაც ვითმენ,
რახან მართალი არც მე ვარ შენთან
და გველებივით გაწოლილ რითმებს
ნადღევარების ვარამი წვეთავს.

ჭრილობად შერჩა ლოდინი რამდენ
ნაფიქრალს _წლებთან ჩუმად რომ დავთმე...
ასე ყრანტალით ნაგროვებ-ნადევნ
ცოტა ხომ შენი ბედისაც მმართებს!

ჩემი სამზეოს ჩამოშლილ ცის სხივს
თუ მუხლმოდრეკით ვუბედავ სათქმელს,
დასაბამიდან მოსვრილი სისხლით _
ცოტა ხომ შენი კლანჭების მმართებს!

და თავის სამყოფს მოველით მზიდან,
აქეთ მე, იქით _ მდინარე ლეთა...
თუ შავ ხვედრს ჩემი იმედით ზიდავ,
სულმთლად მართალი არც მე ვარ შენთან!

Aleqsandre Gaburi - Yorani

No comments:

Post a Comment