მარიკა ბარათაშვილი - საპოვნელა

ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად:
პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".

შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე
თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს - რამე ნივთებს,
ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!"

მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,
ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.

Marika Baratashvili - Sapovnela

No comments:

Post a Comment