ფერებს სევდა და თვალებს სიშორე
და მიგაცილებს ფიქრი ცოდვილის
ბოლო დუმილით, ტკივილით, შურით.
დამძიმებულა ზეცა ტიალად
და უკან მრჩება გული და თვალი.
რა იყო: შევსვი ვნების ფიალა,
თუ ეს სიხარბემ დალია წყალი?..
ცაზე გინთებდი ვარსკვლავთა სანთლებს,
შენი ჭალები ვაშარიშურე.
რა ცეცხლი მიგაქვს, რომ ვეღარ დავთმე,
რა სიცოცხლე გაქვს, რომ ვერ ვიშურებ...
No comments:
Post a Comment