ლევან ფხაკაძე - "მიყვარს შამპანიური"

მიყვარს შამპანიური,
სიყვარული დღიური,
თებერვალი მზიანი
სუფთა ადამიანი.

მიყვარს კოცნა ტუჩებზე,
სიყვარულის თარეშით,
ღამე რომ მოგანდომებს,
ამბორს არყით გალეშილს,

მხიბლავს, ქალის სხეული,
დახვეწილი მანერით,
მისი თეძოს შეგრძნება,
მოხვეული მკლავებით.

მიყვარს ღამის თბილისის,
მთვრალზე ფეხით შემოვლა,
და სუყველა შეცდომის,
შემიძლია შენდობა.

ლექსის წერაც რომ მიყვარს,
ამას აღარ ვახსენებ,
სტროფს სტროფებზე დავაწყობ ,
და ყველაფერს გაჩვენებთ.

მე არ მიყვარს დედობით
გადაღლილი ქალები,
ქორწინების მერე, რომ
ჩაუქრებათ თვალები.

მეზიზღება ქუჩაში ,
გაფენილი კახპები,
მათ წინ გაჩერებული,
დამშეული ახვრები.

ცოლის "მოსიყვარულე"
მოღალატე კაცები,
"ერთხელ სექსი რამოხდა
კაცი ვარ და დავძვრები"

მე არ ვეტრფი არაფერს
ხელოვნური რაც არი,
უკვე შემოსასვლელში
ჩამოვკიდე ბაწარი.

მალე თავსაც გავაძვრენ,
მერე სკამსაც წავაქცევ,
და ყველაფერს რაც მტკივა,
თავს იოლად დავაღწევ.

Levan Fxakadze - Miyvars Shampaniuri

No comments:

Post a Comment