ალექსანდრე გაბური - "სად დაეთხრება თვალები ივლისს"

სად დაეთხრება თვალები ივლისს,
ნიშნს სად მიუგებ საწუთროს მედინს?
ამაღლებულზე შრიალებს თრიმლი, _
ერთი სიცოცხლის ლოდინზე მეტი.

გვერდს ვერ აუვლი, ამაოდ ჩქარობ,
საკუთარ ბედს და საკუთარ წერტილს.
ვერხვიანებში წკრიალებს წყარო, _
ერთი სიცოცხლის წყურვილზე მეტი.

დღე-დღე ფერები აკლდება წადილს,
მაგრამ ამაზე არავის ეტყვი,
ქარს მიაქვს ფოთლის უღონო ლანდი, _
ერთი სიცოცხლის სიკვდილზე მეტი.

Aleqsandre Gaburi - Sad Daetxreba Tvalebi Ivliss

No comments:

Post a Comment