ირაკლი ჩარკვიანი - "ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის"

ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის,
მწყემსო კაცთა და იმპერატორთა,
ორსულ მარცვალთა საშოთა სიცხეს,
მოკვდავი ხორცის აქცევ საწოლად.
ზღვის ფსკერზე ვეშაპთა მძინარე ჩონჩხებს,
გადაავიწყდა შიში და მოცდა,
უდროოდ ჩაძირულ,დიდებულ გემებს,
ლოკოკინათა მიეკრო კოცნა.

Irakli Charkviani - Dzunwo Mefeo Sigrmeta Miwis

No comments:

Post a Comment