მუხრან მაჭავარიანი - "მე გამოვდივარ "

მე გამოვდივარ
დღის ბოლოა
სრულდება 6
ფართო ქუჩაში
ჩვეულებრივ მოძრაობს ხალხი...
გულუხვად ბარდნის
ბეღურა კვნესის...
მე მოვაბიჯებ გაშლილი სახით...

დაგინახავ და...
გაზაფხული მყარდება ირგვლივ
შუაზამთარში
მეყურება შრიალი ხეთა...
რაც მართალია... მართალია...
გულწრფელად მიკვირს
ყველა ჩემსავით რომ არ ღელავს
შენ როცა გხედავს...

Muxran Machavariani - Me Gamovdivar

No comments:

Post a Comment