ოთარ ჭილაძე - წვიმს მოწყენილი და სველი კვამლი

წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.
ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ,
ხსოვნას შერჩება ათასში - ერთი.

აი, გაივლის სულ ცოტა ხანი,
მეც მოგონებად ვიქცევი შენთვის.
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი,
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის…

Otar Chiladze - Wvims Mowyenili Da Sveli Kvamli

No comments:

Post a Comment