დათო ახლოური - დრო გადიოდა

დრო გადიოდა,
სიყვარული
არ მოდიოდა,
უსიყვარულოდ
ზამთარს ვგავდი,
სულში ციოდა...
შემომეფიქრა,
ჩამოთენდა
ფიქრში მგონი და,
მერე ერთ ღამეს
სიყვარული
მართლა მოვიდა.
ეს როდის იყო
აღარ მახსოვს
ახლა ნამდვილად;
იქნებ გუშინწინ,
იქნებ გუშინ,
იქნებ ამ დილას.
შემომეყვარა,
მასზე კარგი
არავინ მყავდა,
ის რომ მიყვარდა
მზეც მიყვარდა,
მთვარეც მიყვარდა.
უსიყვარულოდ
ვერ დავწერდი,
რაც მიწერია,
უსიყვარულოდ
ქალთამზეო,
ჯვარი გვწერია...

Dato Axlouri - Dro Gadioda

No comments:

Post a Comment