ჯაბა გურეშიძე - "ფიქრებში გათელილ სურვილებს ვმღერი"

ფიქრებში გათელილ სურვილებს ვმღერი
და ჩემთვის ანთია სანთელი გრძელი
ჩამწვარ სანთელში ტარტაროზს ველი,
და ისევ, მრისხანედ ცხოვრებას ვეტრფი.

რომც, გავიარო ბილიკი ვრცელი
მაინც უიღბლო წამება მელის,
ფიქრების მტვერში გათელილ სურვილს
წითელ სარკეში არეკვლა ელის.

ქაოსში გაბმული სევდის ფერებით,
მივჰყვები წუწუნით ლანდების ორეულს
გასული წლებისთვის მადლობას მოგიხდი
დასჯილი ბავშვივით კუთხეში დავჯდები.

ცოდვების წვიმაში შიშველი ვიდგები
რათა მივეჩვიო,....ობოლი ვიქნები
მტკნარი სიცრუით ცხოვრებას მივჰყვები
ნაზი სიმარტოვით ლექსებად ვიცლები.

Jaba Gureshidze - Fiqrebshi Gatelil Survilebs Vmgeri

No comments:

Post a Comment