მირზა გელოვანი - სადგურზე

სადგური სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს,
შენ მითხარი, რომ ეს განშორება,
რაღაც შორეულ სიზმარს გაგონებს...

შენ მითხარი, რომ ჩემს დაბრუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება,
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა...

ვერ გაგამტყუნებ, არ მაქვს უნარი,
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის,
ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდე მჯეროდა შენი.

Mirza Gelovani - Sadgurze

No comments:

Post a Comment