დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით...
თოვდა, თოვდა...რა კარგია თოვა...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით,
გამაჩერა სიგარეტი მთხოვა...
მივაწოდე გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ,-მთვრალი ვარო,მითხრა,
გავაბოლეთ,-გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა,რა დროაო,მკითხა...
მე ვუთხარი,-ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი,ის გავიდა გაღმა,
ეჰეჰეი!"შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა...
თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა..რა კარგია თოვა...
რა კარგია-რა ბევრი და ცოტა...
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!
Murman Lebanidze - Dilis Bindshi
მურმან ლებანიძე - დილის ბინდში
No comments:
Post a Comment