ლაშა-გიორგი - მზიანი არის ამინდი

მზიანი არის ამინდი,
ყვითელი,როგორც კეხურა,
იყავი დიდი რაინდი,
ყაბალახი რომ გეხურა.

ეზოს,ხეხილით მოფენილს,
დაამშვენებდა ცხენია,
ადრე გიყვარდა სოფელი,
დღეს სოფლელობა გრცხვენია.

უფროსია თუ ნორჩია,
ყველა კაიფობს აბებით,
ვაი ბედკრულო ჯორჯია,
გაივსე ლუარსაბებით.

2 comments:

  1. Replies
    1. ვინ ჩვენ? თვითონ ავტორმა დაამატა ეს ლექსი საიტზე.

      Delete