ლაშა-გიორგი - შენს ორეულს გავს

მიდის ორთქმავალი,
აპობს სივრცის რკალს,
გოგო მომავალი,
შენს ორეულს გავს.

მოუყვება ქუჩას,
და ვერხვივით კრთება,
მკერდის ღარი უჩანს-
ჩემი საკუთრება.

ნეტავ შენი სახე,
მუდამ თვალწინ მედგას,
ყელზე წვრილი ძარღვი,
ფეთქავს.
ფეთქავს.
ფეთქავს.

No comments:

Post a Comment