გია ფერაძე - დაგეხვრიტეთ

იმარცვლება ტანჯვის კრიალოსანი,
ასე გავხდი მყრალი ციხის მგოსანი.
მალე ხუთი წელიწადი გახდება,
არ მიხილავს ყვავილი და ფრთოსანი.

არ მინახავს დედაჩემი - საბრალ,
რას გაიგებ ბადრაგო თუ კაპრალო.
თქვენ მაშინაც თოფის კონდახითა მცემთ,
ოცნებისას ცრემლი რომ ვერ დავმალო.

მესიზმრება ჩვენი კავკასიონი,
მესიზმრება ჩვენი წმინდა სიონი;
და გთხოვთ, ნურვის გაგიკვირდებათ,
...მესიზმრება "დინამოს" სტადიონიც.

დაგეხვრიტეთ! მოვრჩებოდი წამიერ,
მეც სიკვდილი შემიცვლიდა ამ იერს;
დახვრეტის წინ ერთს კი ვიღრიალებდი,
საქართველოვ, იყავ მრავალჟამიერ !

Gia Feradze - Dagexvritet
გია ფერაძე - დაგეხვრიტეთ

No comments:

Post a Comment