გია ფერაძე - "მე თუ დაგშორდით ჩემო შვილებო"

მე თუ დაგშორდით ჩემო შვილებო,
ჩემო სოფიკო, მაკა, ბიძინა,
თქვენმა მამიკომ კი არ დაგტოვათ,
თქვენს ფიქრში მწარედ ჩამოიძინა.

აბა თქვენ იცით ჩემო ოჯახო
ჩემო ძმაო და ჩემო დედიკო,
უკვე ვატყობდი, დაჭერის მერე
რომ ჩემი საქმე კარგად ვერ იყო

გემშვიდობებით შვილებო, დედავ
რაზე ჩამიდგან ნეტავ დრო ჯინში,
კარგად იყავით იბედნიერეთ
თუ ცოცხალი ვარ, დიდი ბოდიში.

Gia Feradze - Me Tu Dagshordit Chemo Shvilebo
გია ფერაძე - მე თუ დაგშორდით ჩემო შვილებო

No comments:

Post a Comment