არმაზ ფერცელიძე - წამება მამულიშვილისა,მამულის წამებაა...

როგორ მეძინა თუნდ ერთი წამი,
ან მშვიდი ძილი როგორ ვიწამე...
სად ვიყავ მაშინ...სად ვიყავ მაშინ...
როცა მამული თვალწინ მიწამეს..!

რატომ სიცოცხლე არ დავთმე იმ წამს..!
მარტო მებრძოლა..მებრძოლა მხოლოდ
რომ არ მენახა ღმერთო დღეისად,
იავარქნილი ჩემი სამშობლო..!

შვილებს რას ვეტყვი მამის იერით..
ჩემი სირცხვილიც ყველამ გაიგოს..!
როცა მკითხავენ ბავშვური წყენით,
„მამი სად იყავ,სად იყავ იმ დროს...“

Armaz Fercelidze - Wameba Mamulishvilisa, Mamulis Wamebaa...

No comments:

Post a Comment