გია ფერაძე - ისევ

ციხე უნდა ტივზე იდგეს,
ლურჯ ტალღებზე ქანაობდეს.
პატიმარი როცა უნდა,
ამ ტალღებში ბანაობდეს.

ანდა ციხე ცაში იდგეს,
და ციხესაც სულ არ ჰგავდეს,
პატიმარი,როგორც ქორი,
მაღლა-მაღლა დაფრინავდეს.

ანდა ციხე სულ არ იყოს,
პატიმარიც არვინ იყოს;
ბედმა არვინ არ დასაჯოს,
მერე რომ არ გაირიყოს.

Gia Feradze - Isev

No comments:

Post a Comment