მუხრან მაჭავარიანი - მტკვართან ტატო და ტარიელი სხედან ტირილად

ერი მთლიანად გააშავა ლამის მაცილმა.
მტკვართან ტატო და ტარიელი სხედან ტირილად.
არაა სხვა გზა! —
საჭიროა თავის განწირვა!
არადა
რა ვქნა! —
სული ტკბილია!

ღმერთს ვეხვეწები:
მეცი-მეთქი ძალა იმდენი, —
დღე ვაწყევლინო გაჩენისა
ყველა ნაბიჭვარს! —
ჩემი ბედკრული სამშობლოსი
დღე ხვალინდელი, —
დაბოლოებას
ჰგავდეს
მინდა
რადგან
ზღაპრისას.

Muxran Machavariani - Mtkvartan Tato Da Tarieli Sxedan Tirilad

No comments:

Post a Comment