ლაშა-გიორგი - ნეტავ რაზე ფიქრობენ უფალთან რომ მიდიან

ღმერთზე რატომ ვერ ვფიქრობ,ნუთუ ასე დიდია?
გზაზე ბევრი ვარდია, მეტი - ეკალ-ბარდები,
ნეტავ რაზე ფიქრობენ უფალთან რომ მიდიან,
ანდა რაზე ვიფიქრო სიკვდილს რომ ჩავბარდები!


იმედი მაქვს ინათებს,იმედი მაქვს ხვალისა.
ღამე დადგა,ამ თვეში ბოლო დამარცვალება,
ხვალ დავკრიფავთ სისხამზე დილის ცვრიან ყვავილსა,
დავიჯერებთ - შორსაა ჩვენი გარდაცვალება.


ხელს გვიქნევდეს ღრუბელი ლურჯი ფერის იმედით,
სიზმრად ვნახოთ-ჩვენ ორნი დიდ თეთრ კოშკთან მივედით.
რომ არასდროს დატოვოს ძველი ქოხი ალიზმა,
მუდამ შენი მხიბლავდეს შორეული ქარიზმა.

მე სიცოცხლე მაწუხებს-შენ ღიმილი გიხდება,
სულზე რატომ იცვამენ მწუხარების ნაბადებს,
ამას ყველა გაიგებს,ამას ყველა მიხვდება,
ის გრძნობა მე მეკუთვნის,წუხელ შენ რომ დაბადე!


გზაზე ბევრი ვარდია,მეტი - ეკალ-ბარდები,
ნუთუ ასე დიდია?! ნუთუ ასე დიდია?!
მითხარ რაზე ვიფიქრო,სიკვდილს რომ ჩავბარდები,
ნეტავ რაზე ფიქრობენ,უფალთან რომ მიდიან.


lasha-giorgi-netav raze fiqroben ufaltan rom midian

No comments:

Post a Comment