გიორგი გაგუა - მხოლოდ მას

სიყვარული სიკვდილამდე მეწვია და
ვერ გავბედე ჰორიზონტის გადაკვეთა
შუაღამისას მეღვიძება დაბუჟებულს
სული მეწვის,როგორ მძაფრი დიდი სევდა.
ვერაფრით,ვერ დაგივიწყე,ჩემო კარგო
რა ვქნა არ მსურს მოლოდინთან,შენი ცქერა
სახეს ატმის აფეთქებულ გიშრით ნაფერს,
შუაში ედგა მოლოდინის მკაცრი კდემა!
გელოდები ისე,როგორც მრევლი არტოსს
როგორც გლახა მოწყალების ნაგებ გროშებს
სასწაულად მენატრები,ჩემო კარგო..
რა ვქნა,თუ კი ვერ ვიმონებ გრძნობის მორევს..
ჩემში იყო ოქროსფერი შემოდგომა
ვერსალისთვის მომლოდინე,დიდი ვნება
წამი არად მომეჩვენა,მაგრამ თითქოს
გასულიყო ნოემბერიც სევდით ნელა,
დეკემბერში დაბადებულ ნათელ მერცხლებს
გეკუთვნოდათ სასახლე და ავანსცენა,
მაგრამ ბედმა უკეთურმა,ასე ბრძანა..
უსასრულო ქარბუქების ღმუილს ძერწავს...
არ მინდოდა სახიერო კრინტის დაძვრა
თუმცა,ჩემი ემოციაც დაიფერფლა..
გელოდები,ჩემო კარგო ისევ მარად,
მეტად სათქმელს,ვერ გადმოსცემს მწერლის ენა
ნეტავ,რამე წარმოჩინდა ჩემი თავით?!
ხედავ რამეს იშვიათს და ჩემში ვნებას..
ტრამალებზე მოვდიოდი ფიქრით გზაზე
ფოლიანტებს ვუსწორებდი კალმით ენას,
მიყვარხარ და მენატრები კვლავაც ვამბობ..
ტყუილისთვის არ ვარგივარ ახლა მეტად
სალბუნობას,ვინ იტვირთავს არავის ვთხოვ
მხოლოდ შენში დავინახო უნდა რწმენა!
სიყვარული სიკვდილამდე მწევია და არ
შემეძლო უშენობით მარტო რბენა!

Giorgi Gagua - Mxolod Mas

No comments:

Post a Comment