ლაშა-გიორგი - გეწვევი

ოთახი-ცხოველთა ბეწვები,
ფანჯრიდან-ფრინველებს უცქერდე,
დღეს ან ხვალ სადილად გეწვევი,
ზეგ ხელებს დავიწყობ გულ-მკერდზე.

გაზაფხულს შემოჰყვნენ მერცხლები,
თვეები ხალისით მოდიან,
მთვარე ჩანს მთლად განავერცხლები,
მეც ღამით დავიწყებ ბოდიალს.

ამყვება სიმღერის მოტივი,
ლექსები თითო და ოროლა,
ამ ღამეს ვათენებ ჭოტივით,
დილისთვის ვიქნები ტოროლა.

და მჯერა ვიპოვი საბადოს,
იქ,სადაც არწივთა ომია,
რომ ცამ ვარსკვლავი დაბადოს,
მჯეროდეს-გამონაგონია

და მაინც ველოდე შაითანს,
და მაინც სიკეთის მჯეროდეს,
სამყარო ყოველთვის აიტანს,
ჩემხელას,ჩემიანს,ჩემოდენს.

მე მათრობს-ფრინველებს უცქერდე,
ოთახში-მწევარის ბეწვები,
ხელებს არ დავიწყობ გულ-მკერდზე,
დღეს ან ხვალ სადილად გეწვევი.

lasha-giorgi - gewvevi

No comments:

Post a Comment