ლაშა-გიორგი - მთვარეა ჩემი წაწალი

მთვარეს გაუბამს ბაწარი,
ჩემთან დარჩენას აპირებს,
მთვარეა ჩემი წაწალი,
ათეთრებს ღამის ნაპირებს.

შენ დაეკარგე ზმანებას,
და ქარს გაჰყევი მრისხანეს,
მე მთვარეს გავუმიჯნურდი,
შევხვდები დილას სისხამებს.

შევხვდები რიჟრაჟს მადლიანს,
ძილ-უკარები თვალებით,
მომაწოდებენ ადლიან
ყანწებს დილიდან მთვრალები,

გადარეული კოცნებით,
შეწითლებული ანწლები,
დავთვრები შენზე ოცნებით
და კვლავ მთვარესთან დავწვები.

რადგან გაუბამს ბაწარი,
ღამით დარჩენას აპირებს,
მთვარეა ჩემი წაწალი,
ეხება სულის ნაპირებს.

lasha-giorgi-mtvarea chemi cacali

No comments:

Post a Comment