ვიგონებ: მთებია, ნისლები,
ჯიხვი ხტის, ჩანჩქერი რაკრაკებს,
სხივები, სხივები _ მზის დები ...
ქალაქში? _ ქალაქში დავკარგე.
სულში კვლავ მთის ნატვრა მოძვრება,
ქალაქმა მიმონა ყრმა ურჩი,
დავკარგე ფიქრი და ოცნება,
სიჩუმეც დავკარგე ხმაურში.
მთა ვიყავ, ახლა რა _ ნაკუწი,
ფრესკა ვერ დავქარგე ქალაქში
დავკარგე სინდისი, ნამუსი
სიწმინდე დავკარგე ქალაქში
მპარავს ვერ დაიჭერს გონება,
ჟამია სიბრმავის მწიფობის,
გამქურდეს და იმ ჩემს ქონებას
ზაფხულში კვლავ მთებში ვიპოვი.
Gela Daiauri - Vigoneb: Mtebia, Nislebi
No comments:
Post a Comment