გალაკტიონ ტაბიძე - ეს მძინარე მთა და ველი

ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
იყოს მრავალჟამიერ!
შენ, მეღვინე, ღვინო გვასვი,
თვალს ნუ მიეძინება,
ფიქრები გვაქვს ასჯერ ასი,
როგორც ღრუბლის დინება.
ნუთუ არსით არის შველა
უჩვევი თუ ჩვეული?
გადღეგრძელოთ ყველა, ყველა
ამ სუფრაზე წვეული.
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
იყოს მრავალჟამიერ!

galaktion tabidze - es mdzinare mta da veli

No comments:

Post a Comment