ლაშა-გიორგი - ცის ლურჯი ბილიკი

ცის ლურჯი ბილიკი-სავალი ღმერთამდი,
ამინდი იქნება,როგორც ქარს უნდება,
მზე ჩაიფერფლა ოქროსფერ ღვენთამდი,
მშფოთვარე საღამო დუმილით სრულდება.

სიმშვიდეს ვერ არღვევს მთრთოლვარე ატამი,
და ალვის ხეების ტოტებში ბინდდება,
და მსგავსად გედების,სიკვდილით ატანილს,
სიმღერა და მერე გაქრობა მინდება.

lasha-giorgi - cis lurji biliki

No comments:

Post a Comment