ლაშა-გიორგი - იყო და არა

მზემ წითელ მიწას აადინა წითელი ბუღი.
შემოსასვლელში შევეფეთე შენს ლამაზ თვალებს,
შენს სილამაზეს მზე მოუხდის ცეცხლოვან შლაპას,
დაუგვიანებს პაემანზე ვერცხლისფერ მთვარეს.
გამოწვდილ ხელებს სიფითრე და ვედრება ახლავს,
შენს ცისფერ თვალებს ისევ დაჰკრავს სიმუქე ანწლის,
მკვეთრი ბგერები წამოსცდება ძველისძველ არღანს,
არ ჩამიქრება ოცნებაში სინათლის ნამწვი.
გაოცებული შეჰღიმილებ ღრუბელთა ამქარს,
ბამბის ქულებში დაკარგულან მოლაღურები,
ჩემი სიტყვების სითამამე მე თვითონ არ მწამს,
ეს შენს მზერაში ფართხალებენ ორაგულები.
იყო და არა,ზღაპარივით მთავრდება ესეც,
ჩუმი გოდება,ჩუმი ნატვრა,ცრემლები ღვარად,
აღარ დავიცავ,აღარ მინდა,დავარღვევ წესებს,
იყო და არა.იყო და არა,იყო და არა!

Lasha-Giorgi - Iyo Da Ara

No comments:

Post a Comment