ოთარ ჭილაძე - ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი

ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი
და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს:
ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,
სახლი, რომელიც გადავიყვარეთ.

სამაგიეროდ... სამაგიეროდ,
ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს...
შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,
საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი


Otar Chiladze - Albat Yvelafers Moedo Xavsi

No comments:

Post a Comment