ესეც გაივლის,როგორც ყოველი,
მე კი ვინ მომცემს რაც ასე მინდა?!
არ ვიცი,ვისგან რამდენს მოველი?!
ან ჩემი, ვისთვის რამდენი ღირდა?!
ვიწრო ლელიანს ეპოვნა ჩრდილი,
ღამის პირმშონი ისევ მელიან,
ვიდექი მათკენ ხელგამოწვდილი,
წინ კიდევ ბევრი გასავლელია...
როდის გაივლის?!
წავა საითკენ?!
არც ისე დიდი დრო დამრჩენია,
თუ ამის გჯერათ,
მაშ თქვენ წაიღეთ,
მე მოვრჩი,
ახლა თქვენი ჯერია...
No comments:
Post a Comment