რატი ამაღლობელი - მათხოვარი

ვარ ცარიელი, - გეუბნები, - აი
სრულიად,
სული ცარიელ სივრცეებით დაი-
სრულია.
ხურდაც არ დამრჩა, დამეხარჯა ყველა ხმოვანი,
მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი.
ვარ მათხოვარი, უქონელი, გზად მოარული
შავი ჯვალოთი.
ღამის მსტოვარი, იდუმალი, მის ფარული
მე ვარ ჯალათი. გზად მოარული, უქონელი სავსე ვარამით
ღამის მსტოვარი,
ვითხოვ სინათლეს,
შემეწიეთ დამეხმარენით, _
გთხოვთ მათხოვარი!

Rati Amaglobeli - Matxovari

No comments:

Post a Comment