ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,
რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.
სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს.
Zviad Ratiani - Chven Aq Vwvalobdet, Vberdebodet
ზვიად რატიანი - ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ
No comments:
Post a Comment