მურმან ლებანიძე - მარეკები შლიდნენ ბანაკს

მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი - ჩუმით ქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბათ ქალის სუნი ჰქონდა...

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა,
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა...

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, ცისფრის ანუ თეთრის,
სუნი საზოგადოდ ქალის,
სუნი საზოგადოდ მდედრის!

ღმერთო, ღმერთო, მე სულ ველი
სიკვდილს, შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიგრძნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიცნო!..

murman lebanidze - marekebi shlidnen banaks
მურმან ლებანიძე - მარეკები შლიდნენ ბანაკს

No comments:

Post a Comment