გალაკტიონ ტაბიძე - ამ ოდესმე მხიარულ...

ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული;
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი:
ძველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომაწოდე შენი ხელი,
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!.

Galaktion Tabidze - Am Odesme Mxiarul...

No comments:

Post a Comment