ლაშა-გიორგი - ადამიანო

ეჰეი ადამიანო,
საით გაქვს გულის დარდები,
ჯერ არ დაწყებულ სიცოცხლეს
გაათავებ და თავდები.

შორს გატყორცნილო ისარო,
მიყოლებულო ჰარალო,
ფიქრო,ფიქრივით მისანო,
ღამევ,მთვარევ და მარანო:

მე განა მიყვარს სიცოცხლე,
უბრალოდ გაგითავისეთ,
მერე მეწვევა სიკვდილი,
იგი არა სცნობს თავისებს.

და ნასახლარზე დავდივარ,
ვთელავ ვარდსა და იასა,
თუ კაი სახელს დატოვებ,
გიწოდებ ადამიანსა.

ცალფა მგელივით იცხოვრებ?
უმოყვასოდ და უძილოდ,
დრო სანთელივით დადნება,
ფუჭად დარჩები უცილოდ.

ქალო,მცინარო თვალებით,
ცრემლით ნაბანო მანდილო,
შვილო,გაზრდილო წვალებით,
ფრიდონო და ავთანდილო,

უბრალოდ ადამიანო,
საით გაქვს გულის დარდები,
რა ცოტა ხანი ხმიანობ,
გაათავებ და თავდები.

მგელი არ მოშლის მგლობასა,
კაი ყმა კაი ყმობასა,
დიაცი ტირილობასა,
სანთელი უფლის ხმობასა.

lasha-giorgi - adamiano

No comments:

Post a Comment