ვინ აჭმევს მშიერს,
როდესაც შია?
ვინ უღებს კარებს უსახლო მგზავრებს?!
სისხლგამშრალ ყელში გაქვავდა ნერწყვი,
წავალ,
არაფრით დამეზარება!
აქ თურმე,
მხოლოდ სიყვარულს ჭამენ,
აქ თურმე,
ქოლგა არ უნდა წვიმას,
აქ ღვინოს კასრით თუ ვეღარ დალევ,
გაწირული ხარ დაუნანებლად...
დახეთქილ ასფალტს ფრჩხილებით ვაწერ,
ავტოგრაფს,
მერე შვილმა რომ ნახოს,
ჩემსავით გარეთ რომ აღარ დარჩეს,
ცხოვრებამ ასე რომ არ გალახოს...
აქ მშიერისთვის არავის სცხელა,
ვერავის სცხელა,
მზეს სცხელა მხოლოდ!
No comments:
Post a Comment