რატი ამაღლობელი - სხვა სიდიდე

წვეთში ზღვა არი,ზღვაში წვეთი
ღმერთში მთლიანი
სუნთქავს კაცი და კაცში ღმერთი -
ადამიანი.

თუმც განუწყვეტლივ ბეწვზე კიდია
მართალი არი,
მაინც საკუთარ თავზე დიდია,
უკიდეგანო ზღვის სიმშვიდეა
ადამიანი.

ამ კიდის იქით კიდევ კიდეა
სადაც ხმინაებს -
ადამიანი არის იდეა;
სხვა სიდიდიდეა ადამიანი.

ლექსის მუსიკალური ვერსია:reverbnation.com/play_now/song_2210340#

Rati Amaglobeli - Sxva Sidide

No comments:

Post a Comment