ტარიელ ჭანტურია - ავტომატის ჯერი

საცოდავი ჩიტი-
ჩიტი. ჩიტმა. ჩიტს...
ავტომატის მჭიდი-
მჭიდი. მჭიდმა. მჭიდს...
ბოლოს ჩახმახისთვის,
ჩახმახისთვის, ჭახ...
გამოკრული თითი-
თითი. თითმა. თითს...

მტრედების გუნდს ბიჭი
მიაყოლებს ჯერს!
გაახარებს ბავშვებს!
მაღლა ასწევს ჭერს!

-ეგ? რას ამბობ, კაცო!
ეგ უსათუოდ,
ეგ აუცილებლად
დაგვიმარცხებს მტერს!

წვიმს ლამაზად, უხმოდ,
მძღოლი ძარას ცლის.
ისმის ნაბიჯები
მთლად ახალი წლის.
სროლის ხმა კი ისევ
შეაქანებს ჭაღს:
_ ჭახ!
_ ჭახ!
_ ჭახ!
_ ჭახ!

Tariel Chanturia - Avtomatis Jeri

No comments:

Post a Comment