ლაშა-გიორგი - დედის ხელისგულზე

ჩემს ლექსს გადებ ხელისგულზე დედა,
და სიცოცხლეს ბოლო აღარ უჩანს,
როცა ნისლი მე ზღაპარში მხვევდა,
წვიმა რწყავდა აზვირთებულ ქუჩას.

მუდამ რატომ მეკარგება კვალი?
კვალი კლდეზე დაკიდებულ შუნის,
ღამე დაწვეს ოქროსფერი კვარით,
სიყვარულის ასდიოდა სუნი.

და გარეჯაც,თითქოს გადამწვარი,
ირეკლავს და მზესაც სხივებს აფრქვევს,
დღეს რომ ციდან მოჟონავდა ცვარი,
რატომ არვინ დააფარებს სარქველს.

შენი წყენა რომ ვალივით მადევს,
ცა ბავშვივით ატირებას ითხოვს,
მთვარე მალავს თავის გულის ნადებს,
მთვარე ჩემზე ნაწყენია თითქოს...

და სიცოცხლეს ბოლო აღარ უჩანს,
ჩემს ლექსს გადებ ხელისგულზე დედა,
წვიმა რწყავდა აზვირთებულ ქუჩას,
როცა ნისლი მე ზღაპრებში მხვევდა.

Lasha-Giorgi - Dedis Xelisgulze

No comments:

Post a Comment