ენატრებოდა ვიღაცას იგი
ან მონატრება სტანჯავდა თავად.
ახლა კი მხოლოდ ორი თარიღი
დარჩა ყველაფრის აღსანიშნავად...
ორი თარიღი გაცვეთილ ქვაზე,
მიტოვებული საფლავის სევდა,
ფიქრობდა ალბათ ერთდროს ამაზე,
დარდობდა, გრძნობდა, ღამეს ათევდა...
Beka Abutidze - Enatreboda Vigacas Igi
No comments:
Post a Comment