მე ოცნების ავაშენე გოდოლი,
მაგრამ მალე რეალობამ დაშალა.
ვერ გავიგე ცხოვრებაა როგორი.
იის სუნი ამ ნიავმა გაშალა.
გაზაფხულის შევიყვარე მომგონი
და ზამთარმა ეს გრძნობები წაშალა.
ჩემში გაჩნდა მძაფრი ეჭვის ამბორი,
მაგრამ ღმერთმა ეს სიშავე აშალა.
მერე ვცადე, რომ ამეღო აკორდი.
მგონი, რაღაც ემოციამ შემშალა.
თუმცა გაქრა ის ნოტების რვეული.
სიმღერისთვის,გავიგე, არ მეცალა.
ვეღარ მივხვდი, რისთვის არის ყოველი
და სიტყვები რატომ უნდა მემალა?!
ჰე, უფალო, მე შენ დასკვნას მოველი,
თქვი, ამდენი, რატომ უნდა მეწვალა?
Nika norieli - Shekitxva gmerttan
No comments:
Post a Comment