ნიკა ნორიელი - უმზეობა

თითქოს სიზმრებმა დამიკარგეს აღქმნის უნარი
და რეალობას მოწყვეტილი პირქვე დავდივარ...
მე სიმთვრალეზე ნათქვამი მაქვს ბევრჯერ უარი,
შენი არსებით ჰორიზონტებს მაინც გავდივარ...

მე დღემდე ვანგრევ არარსებულ საპყრობილეებს
ჩემი გონება, რომ ჩაკეტეს მტვრიან დილეგში...
და მზეზე ვითბობ უშენობით გათოშილ ხელებს
და ვაფათურებ პანტომივით გაშლილ სივრცეში...  

ვეძებ სიახლეს ამოუცნობს, ჯერაც უნახავს
ვეტრფი ენძელებს... მორთული ვარ უბრალოებით...
თურმე განთიადს - „უმზეობა“ - ღამე მოუკლავს
მე კი დავდივარ...გავიძახი ჩემთვის - დროებით !!!

Nika norieli - Umzeoba

No comments:

Post a Comment