ნიკა ნორიელი - ღმერთს

ღამეებში ჩაკარგული ფიქრები,
მე ქარიშხალს გავატანე ფრთები.
შენი სახის ჩემი გამოგონება,
გადავტეხე უშენობის წლები.

ახლა დღეა თუმცა, მგონი, ბნელი,
მაგრამ მაინც, მაგრამ მაინც ვმღერი.
ამერია სათვალავი გრძელი.
შენ გარეშე ძნელიაო, ძნელი.

ყაყაჩოებს გაუვიდათ ფერი.
ამ ცხოვრების მალე გასვლას ველი,
გამითავდა მე მუზები ძველი,
ქვეყანაზე შენ ხარ ყოვლის მქმნელი.

მაპატიე ეს ამდენი წელი,
შენთან ყოფნა ოცნებაა ვრცელი.
შეისმინე ეს ვედრება ჩემი,
ღმერთო ჩემო, მხოლოდ შენ მიშველი...

Nika norieli - Gmerts

No comments:

Post a Comment